24 იანვარი 2021,   17:17
ვრცლად
ძლიერი თოვლისა და ქარის გამო, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა

ძლიერი თოვლისა და ქარის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა.

ნინოწმინდის მერის მოადგილის არტავაზდ ტონონიანის თქმით, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

პრობლემები შეიქმნა საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ გზაზეც, სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. 

უამინდობამ საავტომობილო გზების გარდა, პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. ძლიერმა ქარმა ნინოწმინდაში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. ადგილობრივ მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის. 

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ახალქალაქშიც. ლიპყინულის გამო 17 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ამ დროისთვის ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მინდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი. 

დღის ამბები