04 ნოემბერი 2026,   02:57
ვრცლად
ნაწამები და დატყვევებული სამხედროები - კიევთან ახლოს, ერთ-ერთ სახლში, მოქალაქეებმა უკრაინელი სამხედროების წამება გააპროტესტეს

ნაწამები და დატყვევებული სამხედროები - კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში ასობით ადამიანი შეიკრიბა და ერთ-ერთ სახლში უკრაინელ სამხედროების წამება გააპროტესტა.

მოქალაქეების ინფორმაციით, სახლში 40-ზე მეტი პირი ჰყავდათ გამოკეტილი, რომლებიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ.

ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის მოხდა დაპირისპირება. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, მოქალაქეებმა კი მათი ავტობუსები დააზიანეს.

გვიან ღამით, ადგილზე მივიდა უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი და ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი. მათი მტკიცებით, ჯარისკაცებმა სამხედრო ნაწილი თვითნებურად დატოვეს. ჰქონდა თუ არა ადგილი სახლში წამების ფაქტებს, გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები