04 ნოემბერი 2026,   03:51
ვრცლად
"მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებას არავინ ვამართლებთ - ირაკლი ფავლენიშვილი

ევროპის ქალაქებში მიმდინარე მასობრივი არეულობები თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

მმართველ გუნდში იხსენებენ, როგორ ცდილობდნენ უცხოელი აქტორები სამართალდამცველებისთვის ცეცხლის წაკიდების რომანტიზებას - ევროკავშირის დაფინანსებით აწარმოებდნენ კამპანიას "მე ვისროლე" და ითხოვდნენ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის დაკავებული ლაზარე გრიგორიადის გათავისუფლებას, რომელიც, საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებას არავინ ამართლებს.

"მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებას, ახლა გასაგებია, რომ არავინ არ ვამართლებთ, ხომ? უბრალოდ, ამ ადამიანზე არ არსებობდა მყარი მტკიცებულებები. ეს ერთი და მერე მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, საქართველოში სპეციალური ძალების თანამშრომლები, რომლებიც არ იყვნენ იდენტიფიცირებულები განსხვავებით ევროპისგან, ამის გამო საერთოდ არ დგებოდა მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აი, ეს იყო პრინციპული განმასხვავებელი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი ყველაზე ნათლად ახლა გამოჩნდა, როდესაც ევროპაში პროტესტმა იფეთქა, პარიზში "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის კი დაკავებულებს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

დღის ამბები