27 იანვარი 2021,   02:14
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს

ოკუპირებულ ცხინვალში  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის რუსი მრჩეველი  იგორ გალი და მისი მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს.  ამ დროისთვის დეტალები ზუსტდება, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გამოცემა "რეს-ი" წერს.

მრჩევლის ბინაში, სადაც გარდაცვლილების ცხედრები იპოვეს, ექსპერტიზა ტარდება. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

იგორ გალი 2016 წლიდან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. რესპუბლიკური ჯანდაცვის რეფორმირების საკითხებში მუშაობდა.

დღის ამბები