30 ოქტომბერი 2020,   00:50
ვრცლად
მოძრაობა "შეცვალეს" აქცია შსს-სთან - მოძრაობის წევრებმა გიორგი რურუას პატიმრობა გააპროტესტეს

მოძრაობა "შეცვალემ" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან  აქცია გამართა. აქციის წევრები ამბობენ, რომ ისინი, გიორგი რურუასთვის იარაღის  ჩადებას აპროტესტებენ.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით,  რურუა პოლიტპატიმარია.

"შეცვალეს" წევრებმა დღეს სამინისტროში ხელბორკილები და რურუას საქმეში მონაწილე პოლიციელების ფოტოსურათები მიიტანეს.

"გიორგი რურუა, რომ პოლიტპატიმარია, ამაზე ექსპერტიზის პასუხები მეტყველებს. ხვალ სამართლიანი სასამართლოს წინაშე მოუწევთ პასუხისგება,"-  განაცხადა მოძრაობის წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

მოძრაობა "შეცვალეს" წევრი ნიკა ფარულავა კი ამბობს, რომ "შეცვალე" ნებისმიერ პოლიტპატიმარს გვერდში დაუდგება.

"გიორგი რურუას გვერდში დავუდგებით ისე, როგორც სხვა ნებისმიერ პოლიტპატიმარს,"- განაცხადა ნიკა ფარულავამ.

დღის ამბები