20 ივნისი 2026,   19:00
ვრცლად
ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, მდგომარეობა არის მძიმე - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ცოტნე გამსახურდიაზე

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი რამდენიმე ოპერაციის შემდგომ მდგომარეობას.

მინისტრის მოადგილეს განცხადებით, ცოტნე გამსახურდია ამ ეტაპზე სამკურნალო ნარკოზის ქვეშ იმყოფება, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.

"მდგომარეობა შეეფარდება ოპერაციის შემდგომ მდგომარეობას, არის მძიმე. ამ შემთხვევაში ის ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა იმყოფება სამკურნალო ნარკოზის ქვეშ. მდგომარეობა არის მძიმედ სტაბილური გამომდინარე იქიდან, რომ გადატანილი იქნა მთელი კასკადი ოპერაციების.

მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ოპერატიული მუშაობის სამედიცინო პერსონალის როგორც სასწრაფოსი, ასევე უშუალოდ ადგილზე კლინიკის. მიმდინარეობს სათანადო მკურნალობა, აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა დრო," - განაცხადა ზაზა ბოხუამ

დღის ამბები