29 ოქტომბერი 2026,   15:23
ვრცლად
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 90%-ის დათვლის შემდეგ უმრავლესობა ვერცერთმა ბლოკმა ვერ მოიპოვა - ნეთანიაჰუს კოალიციას 53 მანდატი აქვს

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 90%-ის დათვლის შემდეგ, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო უმრავლესობა ვერცერთმა პოლიტიკურმა ბლოკმა ვერ მოიპოვა. 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობისთვის მოსაპოვებლად 61 მანდატია საჭირო.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციას ამ დროისთვის 53 მანდატი აქვს. გადი აიზენკოტის ოპოზიციურ ბლოკს კი - 48. საარჩევნო კომისიას ჯერ კიდევ დასათვლელი აქვს სამხედროებისა და დიპლომატების მიერ მიცემული 450 000-მდე ხმა.

არჩევნების საბოლოო, ოფიციალური შედეგები 4 ნოემბერს გახდება ცნობილი.

დღის ამბები