22 ივნისი 2026,   04:34
ვრცლად
სპეცოპერაციის დროს მოკლული ჭიჭიაშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე უკრაინასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული საქართველოს მოქალაქის შოთა ჭიჭიაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცედურასთან დაკავშირებით, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამბობენ რომ მის ცხედარს სამშობლოში უახლოვეს დღეეებში გადმოასვენებენ.

შოთა ჭიჭიაშვილს საქართველოში ადამიანთა გატაცებებისა და შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის გამო 22 წელი ჰქონდა მისჯილი. ის 2013 წელს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საყოველთაო ამნისტიით გათავისუფლდა. კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინაში 2 დღის წინ პოლიციასთან შეტაკების დროს გარდაიცვალა.

დღის ამბები