ოპოზიციის მორიგი დაპირისპირების მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე კოლეგებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციას "ქართულმა ოცნებამ" მოუგო.
თინა ბოკუჩავა პარტიის ახლანდელ ხელმძღვანელებს ღიად უპირისპირდება და ამბობს, რომ მათ პირობებში პარტია იზოლირებულია.
"თანამდებობა დატოვებული ადამიანის პირადი წყენა - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობა" ბოკუჩავას განცხადებას.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ განცხადება არარელევანტურია.
"არარელევანტური განცხადება არის. სამწუხაროდ თანამდებობა დატოვებული ადამიანის ალბათ პირადი წყენაა. "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის, ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მზად იყო, რომ ოპოზიციური ერთობა შემდგარიყო", - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.