რუსეთის ძალებმა ჩერნიგოვის ოლქზე თავდასხმა განახორციელეს, შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. სხვადასხვა დაზიანება მიიღო 23-მა ადამიანმა. დარტყმა განხორციელდა დნიპროს ოლქზეც, სამიზნე სამგზავრო მატარებელი გახდა, დაიღუპა 14 ადამიანი, არიან დაშავებულები.
ამ ფონზე ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრისა და ტერიტორიული საკითხების განხილვისთვის.
უკრაინის პირობა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა. პარალელურად, ცნობილია, რომ მოსკოვის მიმართულებით უკრაინამ 862 დრონი გაუშვა. სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის.
"ევროპაში ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადონ. სწორია თუ არა ეს? ჩვენ მზად ვართ, თუმცა ევროპასთან ომი არ გვსურს. მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ევროპულ ქვეყნებთან სრულფასოვანი და სრულმასშტაბიანი ურთიერთობების აღდგენისკენ არის მიმართული", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.