22 ივნისი 2026,   06:02
ვრცლად
"შეწყალების სანაცვლოდ კრიმინალური ავტორიტეტები ხელისუფლების დავალებებს ასრულებდნენ" - გივი თარგამაძე 

უკრაინაში მოკლული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, შოთა ჭიჭიაშვილის ამნისტიით გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მათი განცხადებით, მთავრობას კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეთანხმება ჰქონდა.

ყოფილი დეპუტატი, გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ შეწყალების სანაცვლოდ კრიმინალური ავტორიტეტები ხელისუფლების დავალებებს ასრულებდნენ. თარგამაძის თქმითვე, ჭიჭიაშვილი მასზე მოწყობილ აფეთქებაშიც მონაწილეობდა.

"პროკურატურამ დამიდასტურა, რომ მონაწილეობდა ნამდვილად, იმიტომ, რომ ფიქსირდება კამერებში ჩემს სახლთან. ეს იყო ამ ხელისუფლების შეთანხმება ამ ჯგუფთან, რომ თავისუფლების სანაცვლოდ მათ იყენებდნენ სწორედ ასეთ საქმეებში,"- განაცხადა თარგამაძემ

უმრავლესობა ამ პასუხიმგებლობის აღებაზე უარს აცხადებს და ოპოზიციას მეტი კონკრეტიკისკენ მოუწოდებს.

"ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეიძლება შეეხოს ამნისტია, შეწყალება და ასე შემდგომ, შესაძლებელია, რაღაცა კონკრეტულ უკანონო ქმედებასთან მიმართებაში ასოცირებული აღმოჩნდეს. თუ არ ეკუთვნოდა ადამიანს სამართლებრივად, არ იმსახურებდა, რაიმე კონკრეტული საკითხია, რის გამოც რაიმე დარღვევა მოხდა და ასე შემდგომ, თუ ამაზე საუბრობენ და ამაზე ექნებათ საუბარი, მაშინ კონკრეტულ ფაქტებზე უნდა ისაუბრონ,"- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა

შოთა ჭიჭიაშვილის სახელი, რომელიც 2 ოქტომბერს, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა, არაერთ კრიმინალურ ისტორიას უკავშირდება. შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის, ყაჩაღობისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის გარდა, ის პანკისში წლების წინ მომხდარი გატაცებების ერთ-ერთი ავტორია.

დღის ამბები