05 დეკემბერი 2021,   11:30
ვრცლად
"წამო, გავიდეთ გვერდზეო და გაიყვანეს"- ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირება ბიზნესინტერესების გამო მოხდა

"კურიერის" ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირება ბიზნესინტერესების გამო მოხდა. ირკვევა, რომ დაზარალებულის ოჯახს ნუცუბიძის ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში ბინა უნდა მიეღო, რასაც რამდენიმე პირი ხელს უშლიდა. ამ თემაზე ოჯახს შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე კაფეში, მაგრამ ნაცნობების ნაცვლად, შეხვედრაზე სხვები მივიდნენ. ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება.

ამ თემაზე "კურიერს" დაჭრილის მეუღლე მარიკა წერეთელი ესაუბრა. მისი ინფორმაციით, მის მეუღლეს იარაღი არ ჰქონია. 

"შევიტანეთ ინვესტიცია, წელიწადნახევარი პრობლემები იყო ამ საცხოვრებელი სახლის აშენებასთან დაკავშირებით, რაღაც საბუთებთან დაკავშირებით იწელებოდა დრო. წინა დღეს ავედით მშენებლობაზე და ვიკითხე რა ხდება, მერიაში იყო საბუთი შეტანილი. რომ მოვიკითხეთ, დირექტორმა, ჩემმა მეგობარმა ვერ გვიპასუხა და მითხრა მეორე მეგობრისთვის დამერეკა და გამერკვია. ჩემმა მეუღლემ დაურეკა, როდის შევხვდეთო, დაუთქვა ეს ადგილი, სადაც ვიყავით მისულები, დაველოდეთ. მივედით, დაიგვიანა იმან, ვისთანაც დარეკა ჩემმა მეუღლემ, მალე მოვალთო და მოვიდნენ უცხო ადამიანები. ვისხედით კაფეში, შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაუწყეს ჩემს მეუღლეს საუბარი, არც ჩემმა ქმარმა დაუთმო საუბარში. წამო, გავიდეთ გვერდზეო და გაიყვანეს. ჩემს ქმარს იარაღი არ ჰქონდა, იარაღი საერთოდ არ დამინახავს,"- განუცხადა მარიკა წერეთელმა "კურიერს".

 

დღის ამბები