19 ნოემბერი 2026,   14:07
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე ფონიჭალაში დაშავებულებზე: ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მხარდაჭერა ექნებათ, სახელმწიფო ამ ყველაფერს უზრუნველყოფს

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პირების შესახებ დამატებითი კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც შესაბამის სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ, მათ საჭიროებებს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, ადგილზე ყველა შესაბამის რესურსია მობილიზებული, რათა სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოდ გაგრძელდეს.

"ადგილზე სამაშველო სამუშაოები მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. ყველა ძალა და საჭირო რესურსი მობილიზებულია ადგილზე იმისათვის, რომ უსაფრთხოდ გაგრძელდეს სამაშველო სამუშაოები.

რაც შეეხება იდენტიფიცირებულ დაშავებულებს, ყველა მათგანს აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს სამედიცინო დახმარება. რეკომენდებული იყო, რომ 4 ადამიანი გადაყვანილნი ყოფილიყვნენ სამედიცინო დაწესებულებებში და შესაბამისად, ყველა მათგანი არის ჰოსპიტალიზებული.

მათგან ერთ-ერთი არის მცირეწლოვანი და მასთან მიმართებაში განსაკუთრებულია ყურადღება. მიმდინარეობს დაკვირვების პროცესი. ერთ-ერთის შემთხვევაში არის შედარებით მძიმე მდგომარეობა, რომელიც დამწვრობას უკავშირდება და იქაც მიმდინარეობს ყველა საჭირო მანიპულაცია.

ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მხარდაჭერა, იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ეს დასჭირდეს ექნება და სახელმწიფო ამ ყველაფერს უზრუნველყოფს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები