თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრმა და დიღმის მაჟორიტარმა შოთა ქევხიშვილმა, ასევე, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ნოდარ ბოკერიამ, საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს საქმიანობის, კომისიებსა და საკრებულოს სხდომებზე განხილული საკითხების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
შოთა ქევხიშვილმა სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებული პროექტების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა.