პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი, ბეატა შიდლო, სოციალურ ქსელში ვარშავაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოქმედ მთავრობას დემოკრატიული ნორმების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.
შიდლოს თქმით, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობის მიერ გაგზავნილი პოლიციის დანაყოფები დამოუკიდებელ ინსტიტუტში ძალისმიერი მეთოდებით შევიდნენ.
"შოკისმომგვრელი კადრები პოლონეთში - პოლიცია, რომელიც ტუსკის მთავრობამ გააგზავნა, დამოუკიდებელ საკონსტიტუციო სასამართლოში ძალით შევიდა. შენობისა და სასამართლოს დოკუმენტაციის დამცველი უსაფრთხოების პერსონალი გაყვანილია. სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს შენობაში შესვლაზე უარს ეუბნებიან. ეს ყველა დემოკრატიული პრინციპის დარღვევაა", - წერს ბეატა შიდლო.
ოპოზიციური პარტია "კანონი და სამართლიანობის" (PiS) ლიდერის ეს განცხადება მოჰყვა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისს, რის გამოც პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სენეგალში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და ვარშავაში დაბრუნდა.
დაპირისპირება მოსამართლეთა დანიშვნის ირგვლივ არსებულ ხანგრძლივ პოლიტიკურ დავას უკავშირდება, რამაც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა ფაქტობრივად პარალიზებული გახადა.