პოლონეთში, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში, პოლიციამ რეიდი ჩაატარა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ტუსკის მთავრობა ტრიბუნალის პრეზიდენტის წინააღმდეგ მოქმედებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მთავრობა უკანონო სახელმწიფო გადატრიალებას აორგანიზებს.
მედიის ცნობით, პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ, პოლიციის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლის გამო, სენეგალში ვიზიტი შეწყვიტა და პოლონეთში დაბრუნდა.
როგორც მედია წერს, პოლიცია მიზეზად სასამართლოს შენობის გარეთ მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს ასახელებს, მათ შორის - ოფიცრების მიმართულებით საგნების სროლას.
პოლონეთში პოლიტიკური კრიზისი მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებულ ხანგრძლივ პოლიტიკურ დავას მოჰყვა.