30 ოქტომბერი 2026,   19:48
ვრცლად
ირაკლი ჭეიშვილი: თინა ბოკუჩავამ რეალურად ახადა ფარდა თუ რა ხდება შიდა პარტიულ დაპირისპირებაში. ბოკუჩავა იქნება თუ სხვა პარტიის ხელმძღვანელი, კრახისთვის იქნებიან განწირულები

ოპოზიციის მორიგი დაპირისპირების მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე კოლეგებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციას "ქართულმა ოცნებამ" მოუგო.

"ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია ერთ ნავში ჩასვა, ეს მას კი არა, თავად ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა" - აცხადებს თინა ბოკუჩავა და "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ მენეჯმენტს პოლიტიკას უწუნებს. ბოკუჩავა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა ახლანდელ ხელმძღვანელებსაც ღიად უპირისპირდება და ამბობს, რომ მათ პირობებში პარტია იზოლირებულია.

როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჭეიშვილი აღნიშნავს, გაერთიანებული ოპოზიცია ჩავიდოდა საკონსტიტუციო სასამართლოში თუ ნაწილ-ნაწილ ჩავიდოდნენ, ფაქტი ერთია - ესენი ძალადობდნენ 9 წლის განმავლობაში და 9 წლის შემდეგაც 2012 წლიდან დღემდე ცდილობდნენ ეს ქვეყანა შეეყვანათ კრიზისში:

"თინა ბოკუჩავას "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს თუ შევაფასებთ, შედეგი არ შეცვლილა, თავიდან ბოლომდე, როგორც მაშინ, მათი ნაბიჯი იყო განწირული კრახისთვის, ასე ხდება დღესაც. ზოგადად, განსხვავება ის არის, რომ როდესაც მიდიან ხელმძღვანელი თანამდებობიდან, შიდაპარტიული თანამდებობიდან, მერე რატომღაც თავისივე პარტია და თავისივე პარტიის ხელმძღვანელები ხდებიან ცუდი მენეჯერები და ცუდად მართავენ პოლიტიკურ პროცესს.

მერე ბევრ სიმართლეს იგებს საზოგადოება და არაერთი განცხადება გააკეთა, მათ შორის, სააკაშვილზეც და "ნაციონალურ მოძრაობაზეც" თინა ბოკუჩავამ და რეალურად ახადა ფარდა თუ რა ხდება მათ შიდა პარტიულ დაპირისპირებაში.

თინა ბოკუჩავა იქნება თუ სხვა იქნება პარტიის ხელმძღვანელი, დამერწმუნეთ, რომ კრახისთვის იქნებიან განწირულები და გაერთიანებული ოპოზიცია ჩავიდოდა საკონსტიტუციო სასამართლოში თუ ნაწილ-ნაწილ ჩავიდოდნენ, ფაქტი ერთია - ესენი ძალადობდნენ 9 წლის განმავლობაში და 9 წლის შემდეგაც 2012 წლიდან დღემდე ცდილობდნენ ეს ქვეყანა შეეყვანათ კრიზისში. მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ქვეყნის იმიჯი შეელახათ და ახერხებდნენ კიდეც, რაღაც დოზით", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

დღის ამბები