01 ნოემბერი 2026,   06:11
ვრცლად
წყალტუბოში გარემოსდაცვითი პროგრამის "ჩემი პირველი ნერგი"-ს ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით ინიციატივას "ჩემი პირველი ნერგი" შეუერთდა.

ინიციატივის ფარგლებში წყალტუბოს 39 საჯარო სკოლის, ასევე მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და სკოლა "ოცნების" პირველკლასელებმა 368 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგეს.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ლილე აღდგომელაშვილმა, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა.

პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" საქართველოს პრემიერ მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით აქციაში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მონაწილეობს.

პროექტში ჩართულები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით.

პროგრამის ფარგლებში, ნერგების დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სულ 12 სახეობის ნერგი დაირგვება, რომლებიც რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა

 

დღის ამბები