თურქეთის საელჩომ თურქეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა. სტუმრებმა თურქეთის პრეზიდენტის მიმართვა მოისმინეს, რომელშიც მან მოქალაქეებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს თურქეთის ელჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მიღებას პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან ერთად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის, მუსტაფა თურქერ არის განცხადებით, თურქეთი და საქართველო ორ სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენენ, რომლებსაც საერთო გეოგრაფიული სივრცე და მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსული აკავშირებთ.
"დიდი პატივია ამ ზეიმის გაზიარება ჩვენს ქართველ მეგობრებთან, სახელმწიფო უწყებების თავდაცვის სფეროსა და საზოგადოების ფართო წრეების წარმომადგენლებთან. თურქეთი და საქართველო წარმოადგენენ ორ სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენ გვაკავშირებს, როგორც საერთო გეოგრაფიული სივრცე, ისე მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსული. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულია იმ გულწრფელი სიხარულისა და ერთიანობის განწყობა, რომელსაც აქ მყოფი თურქი და ქართველი ხალხი ერთობლივად გამოხატავს.
ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი უღრმესი პატივისცემა და გულწრფელი მისალმება გადავცე ქართველ ხალხს თურქეთისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ თქვენთან ვართ, გაუმარჯოს თურქულ-ქართულ მეგობრობას," - განაცხადა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მუსტაფა თურქერ არიმ.