ევროპის პროკურატურას "ფაიზერგეითის" საქმეზე ურსულა ფონ დერ ლაიენთან კითხვები კვლავ აქვს - ინფორმაციას politico ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს, კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ევროპის პროკურატურისთვის პირადად ჩვენება ამ დრომდე არ მიუცია.
გამოძიება კორუფციის, ინტერესთა კონფლიქტს და ტექსტური შეტყობინებების განადგურების შესაძლო შემთხვევებს უკავშირდება.