26 ოქტომბერი 2026,   15:14
ვრცლად
ოპერისა და ბალეტის თეატრში ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის სავიოლინო კონცერტის მსოფლიო პრემიერა შედგება

კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, 16 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგება ქართველი კომპოზიტორის, ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის სავიოლინო კონცერტის მსოფლიო პრემიერა.

ნაწარმოების ინოვაციური ფორმა და სტრუქტურა ოთხ ნაწილად იქნება წარმოდგენილი. ფინალში, სოლო ვიოლინოსთან ერთად პოლ ვერლენის "სატურნის პოემებს" გუნდი და სოლისტი სოპრანო ააჟღერებს.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმობა მსოფლიო პრემიერას. მეორე ნაწილში შესრულდება ცნობილი არიები ოპერებიდან, ასევე სიმღერები მალერის ციკლიდან.

მონაწილეობენ: ვერიკო ჭუმბურიძე, ირინა შერაზადიშვილი, ზაალ ხელაია, ქეთევან პაპინაშვილი, ქეთევან კარდანახიშვილი, ოპერისა და ბალეტის ორკესტრი და გუნდი, თბილის საერთაშორისო კამერული გუნდი "ბგერათა ფერი" დებიუტანტები: ამირან მენოგნიშვილი და ლუკა კაპანაძე. დირიჟორი: იოსებ ჯუღაშვილი.

"ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის კულტურის წინსვლისთვის", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

საღამოს მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ შემოქმედებითი საქართველო, ქალაქ თბილისის მერია, RMG, ფავორიტი სტილი, პალიტრა ჰოლდინგი.

 

დღის ამბები