26 ოქტომბერი 2026,   19:29
ვრცლად
მოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა გახარიას პარტიის შუამდგომლობა, რომელიც მოწმეთა დაკითხვასა და კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულებების დართვას ეხებოდა

თითქმის ერთი საათია, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა.
მოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა გახარიას პარტიის რიგით მე-4 შუამდგომლობა, რომელიც მოწმეთა დაკითხვასა და კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულებების დართვას ეხებოდა.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა.

"ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "გახარია საქართველოსთვის" შუამდგომლობა, N1979 საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს მეხსიერების ბარათზე არსებული ვიდეო ჩანაწერები და სხვადასხვა ინფორმაციული წყაროს ბეჭდური სახით წარმოდგენილი მასალები, რომელთა ელექტრონული მისამართი მითითებულია შუამდგომლობაში.

არ დაკმაყოფილდეს მოპასუხის მხარის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "გახარია საქართველოსთვის" შუამდგომლობა მეხსიერების ბარათზე არსებული დოკუმენტის მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე შუამდგომლობა, მე-9, მე-10 პუნქტებთან დაკავშირებით, მოწმეების გამოძახებისა და დაკითხვის თაობაზე. განჩინება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება", - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

დღის ამბები