"თბილსერვის ჯგუფმა" ისნის რაიონში ქუჩების მასშტაბური მორეცხვითი სამუშაოები ჩაატარა.
სამუშაოებს ადგილზე "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი გიორგი პაპავა, ისნის რაიონის გამგებელ აკაკი ხლაბუსტოვთან და მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნო.
მოირეცხა ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებული მეტროს მიმდებარე გაჩერება, მიწისქვეშა გადასასვლელები, კონტეინერები, ასევე გზის სავალი ნაწილი.