დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს.
განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან.
იოსებ ალავერდელი, ასურელ მამებთან ერთად, საქართველოში სირიიდან მე-6 საუკუნეში შემოვიდა და იმ ადგილას გაჩერდა, სადაც დღეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსია აგებული.