გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მიმისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე
წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა.
"გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის სფეროებში", - აღნიშნავს პრემიერი.