11 ნოემბერი 2026,   18:25
ვრცლად
სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათ შორისაა გლობალური დათბობა, ბიომრავალფეროვნების განადგურება, ბუნებრივი რესურსების უკონტროლო მოხმარება, საფრთხეებისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული - რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. ანტალიაში მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრებს.

გაეროს კონფერენცია თურქეთში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს, გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს ეხება.

როგორც თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აღნიშნავს, კონფერენცია პრაქტიკულ შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული და მომავალი ღონისძიებებისთვისაც მაგალითად იქცეს.

"მინდა, პირდაპირ განვაცხადო, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათ შორისაა გლობალური დათბობა, ბიომრავალფეროვნების განადგურება, ბუნებრივი რესურსების უკონტროლო მოხმარება. ყველამ კარგად ვიცით, რომ გადამწვარი ტყე, დამშრალი მდინარე, დაბინძურებული ზღვა თუ მოჭრილი ხე მთელი პლანეტის ტკივილია. ამ საფრთხეებისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული. ჩვენი მიზანია, კონფერენცია პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული სამიტი იყოს და მომავალი ღონისძიებებისთვისაც მაგალითად იქცეს", - აცხადებს რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

დღის ამბები