ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 13 წლისაა. საიუბილეო ღონისძიებაზე ცენტრში მომზადებულმა რეკრუტებმა ფიცი დადეს.
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ რეკრუტებს - სამხედრო ფიცის დადება, ხოლო პირად შემადგენლობას - ცენტრის იუბილე მიულოცა.
იუბილესთან დაკავშირებით, ცენტრის პირადი შემადგენლობა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით, სამახსოვრო საჩუქრებით, სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
სამხედროებმა, ცენტრის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ფიცის დადებამდე, წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა გაიარეს. ისინი, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან.
ღონისძიებას ცენტრის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.