თავის დროზე აქეთკენ მიჰყავდათ მათ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ჩვენ ვიძლევით გარანტიას, პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ არც ერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არც ერთი მენიუს ნაწილი, როგორც ეს წარმოუდგენია ბატონ გია ჯაფარიძეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საკუთარ ქვეყანას, თუნდაც სიმბოლურად, ადარებ კერძს, რომელიც ვიღაცის მენიუში შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ეს მეტყველებს ზუსტად აგენტურის ბუნებასა და მათ განწყობაზე ქვეყნის მიმართ.
"ამ ტერმინიდანაც ჩანს აგენტურის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ, როდესაც შენ საკუთარ ქვეყანას თუნდაც სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით ადარებ კერძს, რომელიც ვიღაცის მენიუში შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ეს მეტყველებს ზუსტად მათ ბუნებასა და მათ განწყობაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ. არც ერთ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა არასდროს იქნება რომელიმე მენიუს ნაწილი. თავის დროზე აქეთკენ მიჰყავდათ მათ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ჩვენ ვიძლევით გარანტიას, პირველ რიგში საზოგადოების წინაშე, რომ არც ერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არც ერთი მენიუს ნაწილი, როგორც ეს წარმოუდგენია ბატონ გია ჯაფარიძეს", - განაცხადა პრემიერმა.