09 სექტემბერი 2026,   22:21
ვრცლად
რადიკალებში არის გინების მარათონი, ერთმანეთს ეჯიბრებიან, რაღაც წამოძახებების ჟამი უდგათ და წამოსაძახებელი, მე ვფიქრობ, ბევრი აქვთ ერთმანეთზე - გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე

გამწვავებული ურთიერთობა ოპოზიციაში და 40 მილიონიანი გარიგებების ირგვლივ ატეხილი სკანდალი. "ნაციონალური მოძრაობა" და "ახალი" ერთმანეთს ამორალურ ქცევასა და საზოგადოების მანიპულირებაში ადანაშაულებენ.

ნიკა გვარამია ოპონენტებს პროტესტის დისკრედიტაციაში ფულის აღებას აბრალებს. ანა წითლიძე კი ყოფილ გენერალურ პროკურორს მოუწოდებს, საჯაროდ დაასახელოს "ნაციონალური მოძრაობის" ის წევრი, რომელმაც გვარამია გილაურთან მიიყვანა.

აგენტურამ თავის გადასარჩენად კომპრომატების ომი წამოიწყო - ასე აფასებენ უმრავლესობაში ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას.

"რადიკალებში არის გინების მარათონი, ერთმანეთს ეჯიბრებიან, რაღაც წამოძახებების ჟამი უდგათ და წამოსაძახებელი, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი აქვთ ერთმანეთზე, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უღვთოდ ძარცვეს ჩვენი ქვეყანა, აბულინგეს ჩვენი საზოგადოება. ახლა აქვთ ამ კომპრომატების ომი, იმიტომ, რომ დაკარგეს თავიანთი მთავარი ფუნქცია აი ამ პატრონების ხელში და ცდილობენ ახლა ვინ უფრო გამოიჩენს თავს და ვინ გადარჩება აი ამ, ასე ვთქვათ, კაციჭამია ვირთხის გამოყვანის პროცესში და საცირკო სანახაობად დაგვიტოვეს ამ აგენტურის ურთიერთდაპირისპირება", - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა.

დღის ამბები