დაპირისპირების ახალი ტალღა ოპოზიციაში - ისევ ღია ბრალდებები და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მწვავე განცხადებები. ამჯერად, მიზეზი ნიკა გილაურის თემა, 40 მილიონი და ფინანსური გარიგებებია.
გვარამიას განცხადებას, ნიკა გილაურისგან მიღებული დაფინანსებისა და მათ წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" და "გირჩის" კოორდინირებულ შეტევაზე, "გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: "კუ (ტუ)მ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირადო!".
ცნობისთვის, "ახალისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთმანეთს ტყუილებში, მანიპულაციებსა და ამორალურ ქცევაში ადანაშაულებენ. ნიკა გვარამია "ნაციონალური მოძრაობის" და "გირჩის" ბრალდებებს ეხმაურება და წერს, რომ ფული პროტესტის გაშავებაში აიღეს, ანა წითლიძე კი ყოფილ პროკურორს მოუწოდებს, საჯაროდ დაასახელოს "ნაციონალური მოძრაობის" ის მოქმედი წევრი, რომელმაც გვარამია გილაურთან მიიყვანა.