08 სექტემბერი 2026,   21:09
ვრცლად
ფოთის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ბავშვებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა

ფოთის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ბავშვებს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სასკოლო ნივთები გადასცა საჩუქრად.

შესაბამისი მუნიციპალური პროგრამით, ფოთში რეგისტრირებულმა I-VI კლასის 120-მა მოსწავლემ ისარგებლა. პროგრამის მიზანია ბავშვების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და განათლების ხელშეწყობა.

"სოციალურად დაუცველი და საჭიროების მქონე მოსწავლეების სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფის" პროგრამას ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ახორციელებს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივითა და "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" ფინანსური მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების 250 ბავშვს სასკოლო-საკანცელარიო ნივთების ნაკრები გადაეცა საჩუქრად.

ფოთის მუნიციპალიტეტი ყველა მოსწავლეს წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს უსურვებს!

დღის ამბები