08 სექტემბერი 2026,   21:51
ვრცლად
ირაკლი ანთაძე ერგნეთის შეხვედრაზე: დღის წესრიგის უმთავრეს განსახილველ საკითხს წარმოადგენდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, შეხვედრის მთავარ თემებს უკანონო დაკავებები, ბორდერიზაციის ფაქტები და თავისუფალი გადაადგილება წარმოადგენდა. IPRM-ის მომდევნო შეხვედრა 22 ოქტომბერს გაიმართება.

ერგნეთის შეხვედრის ძირითად საკითხებსა და უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების მოთხოვნაზე სუსის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ისაუბრა.

"ჩვენი დღის წესრიგის უმთავრეს განსახილველ საკითხს წარმოადგენდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება.
მოთხოვნილ იქნა ჰუმანიტარული მიდგომის დაფიქსირება, რათა ყველა უკანონო დაკავებული დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში და ამაში მხარი დაგვიჭირეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც. ასევე, განვიხილეთ უკანონო ბორდერიზაციის გამოვლენილი ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა შეხვედრებს შორის პერიოდში," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

 

დღის ამბები