08 სექტემბერი 2026,   21:49
ვრცლად
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის მორიგ დაპირისპირებაზე: ციხიდან აქეთ აგინებენ, აქედან ციხეში აგინებენ და ციხეში ვინც არის, ისინი ერთმანეთს აგინებენ

დაპირისპირების ახალი ტალღა ოპოზიციაში. ისევ ღია ბრალდებები და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მწვავე განცხადებები. ამჯერად მიზეზი ნიკა გილაურის თემა, 40 მილიონი და ფინანსური გარიგებებია.

"ახალისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთმანეთს ტყუილებში, მანიპულაციებსა და ამორალურ ქცევაში ადანაშაულებენ. ნიკა გვარამია "ნაციონალური მოძრაობის" და "გირჩის" ბრალდებებს ეხმაურება და წერს, რომ ფული პროტესტის გაშავებაში აიღეს.

ანა წითლიძე კი ყოფილ პროკურორს მოუწოდებს საჯაროდ დაასახელოს "ნაციონალური მოძრაობის" ის მოქმედი წევრი, რომელმაც გვარამია გილაურთან მიიყვანა. წითლიძის თქმით, ამ გვარის გაჟღერება თავად გვარამიასთვის იქნება "ცუდი ბუმერანგი".

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების მიზეზი ის არის, რომ საქართველოში ფარული ფული ვეღარ შემოდის და იმ მცირე უკანონო რესურსის მისაღებად უპირისპირდებიან ერთმანეთს.

"ახლა მელიასაც ჩვენ ვუთხარით, რამდენი კამერას ჩაუვლი, სააკაშვილსაც აგინეო იქა? დერეფანშიო ციხეში? ჩვენ გავაკეთეთ ეგეც? დაგვანებონ თავი, დაუჭამიათ ერთმანეთი. ძალიან კარგად ხედავს ქართველი ხალხი, რომ ისინი ერთმანეთს ჭამენ. რა არის მოტივი ერთმანეთის ჭამისა? ის ფული, იმ რაოდენობით, მე ესეც ბევრჯერ გითხარით, აღარ შემოდის საქართველოში ასე ფარულად, როგორც აქამდე შემოდიოდა. ამ გამჭვირვალობის კანონმა უზრუნველყო ის, რომ ეს გზები დიდწილად გადაიკეტა და ის მცირე რესურსი, რომლის შემოტანასაც უკანონოდ აპირებენ კიდევაც და აკეთებენ კიდევაც, იმას ვერ იყოფენ. იმიტომ, რომ ეს რესურსი ძალიან ცოტაა და ყველა აჩვენებს თავის პატრონს - იმას კი არ მისცე, ის არაფრის გამკეთებელია, მე ვარ მთავარი ოპოზიციონერი, მე მომეცი.. ციხიდან აქეთ აგინებენ, აქედან ციხეში აგინებენ და ციხეში ვინც არის, ისინი ერთმანეთს აგინებენ იქ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები