27 ივლისი 2026,   20:18
ვრცლად
სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სასამართლომ ზაზა ხორავა 500 ლარით, ხოლო თეიმურაზ მალანია 1500 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებზე ორი სხდომა გაიმართა. მოქალაქე ზაზა ხორავა, მოსამართლე ირაკლი აბშილავამ, სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინასთვის შეურაცხყოფის მიყენებაში სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციულ სახდელად 500 ლარი დააკისრა. სხდომას სამართალდამრღვევი არ დასწრებია, შსს-ს წარმომადგენელმა კი ოქმის შემდგენლის პოზიცია სასამართლოს ონლაინ ჩართვის საშუალებით გააცნო.

რაც შეეხება მეორე პროცესს - მოსამართლე აბშილავამ თეიმურაზ მალანია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის და სასჯელის სახით 1500 ლარის გადახდა დაავალა. დღევანდელ პროცესზე მხოლოდ განაჩენი გამოცხადდა, სხდომას არ ესწრებოდნენ მხარეებიც, თუმცა თეიმურაზ მალანია სასამართლოს შენობასთან იმყოფებოდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯარიმის გადახდას ამ ეტაპზე არ აპირებს, რადგან მან აღნიშნული კომენტარით საკუთარი პოზიცია გამოხატა.

დღის ამბები