ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში გაიმართება Executive Leadership Workshop - ერთდღიანი ინტენსიური პროგრამა ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისთვის.
ვორქშოპს გაუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტები: ჰარიჯონსონი და ნიტინტარიანი, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ უახლეს საერთაშორისო პრაქტიკას ხელოვნური ინტელექტის, კომერციული ეფექტიანობისა და სტრატეგიული ლიდერობის მიმართულებით.
დღეს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში წარმატება სულ უფრო მეტად განისაზღვრება იმით, რამდენად სწრაფად ახერხებს ბიზნესი ცვლილებებთან ადაპტირებას, ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენებას და კონკურენტული უპირატესობის შექმნას.
სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა Executive Leadership Workshop, ინტენსიური პროგრამა, რომელიც მონაწილეებს მისცემს ცოდნასა და ინსტრუმენტებს, რომელთა პრაქტიკაში გამოყენებასაც დაუყოვნებლივ შეძლებენ.
რას მოიცავს პროგრამა
ვორქშოპში მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ტექნოლოგიური პარტნიორი Emerging Travel Georgia, რომელიც AI Hotel Challenge-ის ფარგლებში წარმოაჩენს, თუ რა გავლენას ახდენს ციფრული პოზიციონირება AI ძიების შედეგებზე.
პროექტის სტუმარმასპინძლობის გამოცდილების პარტნიორი კომპანია Qualiko-ს შეფ-მზარეული ვორქშოპის მონაწილეებს სპეციალურად მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდება.
ვორქშოპი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდება.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება წარმოადგენს პროფესიულ პლატფორმას, რომლის მიზანია საქართველოს ტურიზმის ეკოსისტემის გაძლიერება, თანამედროვე ცოდნის გაზიარება და ინდუსტრიაში მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება.