22 ივლისი 2026,   07:54
ვრცლად
რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება - ხუთშაბათიდან ქალაქის მთავარ მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება

საათის ისრები ორი საუკუნის წინ რომ დავატრიალოთ გოლოვინის გამზირზე აღმოვჩნდებით. ეტლიც და ტრამვაიც დღეს ათასობით ავტომობილმა ჩაანაცვლა. ამ ქუჩამ ბევრი ეპოქაც გამოიარა და არაერთი ისტორიული მოვლენის მოწმეც გახდა. თბილისის მთავარი გამზირი, რუსთაველის პროსპექტი მორიგი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის ემზადება. ისტორიის ახალი თავი მისი მასშტაბური რეაბილიტაციით იწყება.

გამზირის განახლება ორ დღეში დაიწყება. ოთხი თვე იქნება საჭირო, რომ ქალაქის მთავარი სატრანსპორტო არტერია, თბილისელებს განსხვავებული იერსახით დაუბრუნდეს. რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლით არ შემოიფარგლება. პროექტის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა მთავრობს სხდომაზე ისაუბრა.

რუსთაველის გამზირი ხუთშაბათს საღამოს 12 საათიდან სრულად გადაიკეტება. რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებით დაიწყება და თანამედროვე გარე განათების სისტემების მოწყობით დასრულდება.

პროექტი კომპლექსური და მასშტაბურია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე კომპანია ერთობლივად აწარმოებს. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებები კომპანია "სმარტ სოლუშენის" ტენდერში გამარჯვებით და 20 მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა.

დაგეგმილი სამუშაოების გამო დროებით იცვლება საგზაო მოძრაობის წესებიც. რეაბილიტაციის პროცესში შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე. ავტოტრანსპორტის გადაადგილება სრულად აიკრძალება ვასო აბაშიძისა და კოსტავას ქუჩებზე. ავტომობილის მძღოლები მოძრობას შეძლებენ თაბუკაშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

დღის ამბები