ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი - 2026" დაიხურა. ტურნირში, რომელსაც ქალაქმა უკვე მეცხრამეტედ უმასპინძლა, 10 ქვეყნის 530 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
მთავარი თასის მფლობელი ირანელი სპორტსმენი გახდა. ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მაია ლომინეიშვილმა აჩვენა.