21 ივლისი 2026,   15:34
ვრცლად
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩართულია შეტყობინებების რეაგირებაზე, მოქალაქეების დახმარებაზე, ასევე კოორდინირებულად ვმუშაობთ ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალურ სამსახურებთან" - ლევან მაისურაძე

უხვი ნალექი თბილისში - ღამით, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და გზის სავალი ნაწილები. რიგ შემთხვევაში, გაჭირდა გადაადგილება.

მთელი ღამის განმავლობაში, პრობლემურ ტერიტორიებზე მუშაობდნენ "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლები, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ვითარებას პრობლემურ ზონებში ადგილზე გაეცნო თბილისის მერი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ლევან მაისურაძის განცხადებით, უამინდობის გამო შექმნილ ვითარებაზე რეაგირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფია ჩართული და უწყება კოორდინირებულად მუშაობს თბილისის მერიის მუნიციპალურ სამსახურებთან.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩართულია შეტყობინებების რეაგირებაზე, მოქალაქეების დახმარებაზე, ასევე კოორდინირებულად ვმუშაობთ ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალურ სამსახურებთან. ამ დროისთვის, რჩება გმირთა მოედნის ნაწილობრივი შეზღუდვა, ახალ გზაზე გადაადგილება გვაქვს შეზღუდული, ასევე დიდუბეში - წერეთლის და ერისთავის ქუჩების კვეთაზე. ეფექტური, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ყველა ლოკაციაზე, სადაც იყო პრობლემური, ნაწილობრივ მოძრაობა აღდგენილია“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე.

დღის ამბები