21 ივლისი 2026,   09:43
ვრცლად
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 58 ოჯახი ახალ საცხოვრებელში გადავიდა

დაუსრულებელი ლოდინი წლების განმავლობაში, ბევრი იმედგაცრუება და ბინის შესაძენად გადახდილი ბოლო დანაზოგი - ეს არა უბრალოდ ისტორიები ან ცნობებია, არამედ ათასობით დაზარალებული ოჯახის რეალობა და ყოველდღიურობა, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დაიწყო. დასასრული ბევრად განსხვავებული აღმოჩნდა. დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებმა იმ კარის გასაღები ჩაიბარეს, რომლის არსებობაც ბევრს უკვე აღარ სჯეროდა.

58 ოჯახს დღეიდან ახალი მისამართი აქვს. თანამედროვე კომპლექსი დიდ დიღომში მდებარეობს. საცხოვრებელი კორპუსი სწორედ იმ ადამიანებისთვის აშენდა, რომლებიც ფართებით დაკმაყოფილებას წლების განმავლობაში ელოდნენ. დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები დედაქალაქის მერმა პირადად გადასცა.

მუნიციპალიტეტი პროგრამის განხორციელებას განაგრძობს. 29 პროექტზე უკვე გაიცა შესაბამისი ნებართვა. სამშენებლო სამუშაოები კი აქტიურ ფაზაშია. წლის ბოლომდე დასრულდება 12 პროექტი, რაც ნიშნავს, რომ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კიდევ 600 დაზარალებული ჩაიბარებს.

წლების განმავლობაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა 3500-მა ოჯახმა სხვადასხვა მიზეზის გამო ბინა ვერ მიიღო. 2017 წლის შემდეგ კი ეს რიცხვი 1000 პირამდე შემცირდა.

დღის ამბები