20 ივლისი 2026,   15:10
ვრცლად
გოლების მიღმა - VIP სტუმრები სტადიონის ლოჟებზე და მუნდიალის დამატებითი სანახაობები, რომელიც არანაკლებ პოპულარულია, ვიდრე თავად ფეხბურთი

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მსოფლიო თითქოს ერთ დიდ სტადიონად იქცევა.

მილიონობით ადამიანი თამაშის დაწყებას ელოდება, ასობით მილიონი კი ტელეეკრანებთან იკრიბება. მსოფლიო ჩემპიონატი დიდი ხანია მხოლოდ ფეხბურთი აღარ არის.

ერთი ფოტო, ერთი ვიდეო ან ერთი ჩაცმულობა ხშირად ისეთივე დიდ გამოხმაურებას იწვევს, როგორც ერთი გადამწყვეტი გოლი. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თანამედროვე ფეხბურთმა სტადიონის საზღვრები დიდი ხნის წინ გადალახა.

თუ ადრე კამერები მხოლოდ სტადიონს აფიქსირებდა, დღეს მედიის ობიექტივი VIP ტრიბუნებისკენაც ინაცვლებს. ტრიბუნები ცალკე სანახაობაა - მაყურებელთა შორის ხშირად ისინი არიან, ვისაც საზოგადოება კინოეკრანებიდან თუ მოდის ინდუსტრიიდან იცნობს.

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ტომ კრუზი, რაიან რეინოლდსი, პენელოპე კრუსი, ხავიერ ბარდემი, ტიმოთი შალამე - მათი გამოჩენა სოციალურ ქსელებში არანაკლებ ინტერესს იწვევს, ვიდრე მოედანზე დაპირისპირება. დღეს VIP ტრიბუნა მხოლოდ საპატიო ადგილი აღარ არის. ის მსოფლიო პოპკულტურის ნაწილია.

მსოფლიო ჩემპიონატი მოდის სამყაროზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ეროვნული ნაკრების მაისური დიდი ხანია მხოლოდ სტადიონის ატრიბუტი აღარ არის. ის მოდის ბრენდებისა და დიზაინერების კოლექციებშიც ხშირად ჩნდება.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეიცვალა თავად მოედნის ვიზუალური ენაც.

ყურადღებას მხოლოდ თამაში აღარ იპყრობს. განსხვავებული ფერის ბუცები, ინდივიდუალური დიზაინი და გამორჩეული სანაკრებო ფორმები ფეხბურთელების ხელწერის ნაწილი გახდა. ფეხბურთელების ვარცხნილობაც კი მათი იდენტობისა და თვითგამოხატვის მაგალითია.

მსოფლიო ჩემპიონატის ტრიბუნები სამყაროს პატარა მაკეტს ჰგავს, სადაც ერთიანდება სხვადასხვა კულტურა, ფერი და ტრადიცია. ამ მუნდიალმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ფეხბურთი დაუვიწყარი სანახაობაა - გოლებით, ემოციებით, მოდის ტენდენციებით, ადამიანური ისტორიებითა და იმ უნიკალური მომენტებით, რომლებიც საბოლოოდ ეპოქის კოლექტიურ მეხსიერებას ქმნის.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები