სამტრედია-გრიგოლეთის საერთაშორისო მაგისტრალის დამატებით 6 კილომეტრიანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში ოფიციალურად შევიდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ჯემალ ზაბახიძის განცხადებით, პროექტის მიმდინარეობას ზედამხედველობას საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია უწევდა, სამუშაოებს კი საერთაშორისო კომპანია ასრულებდა. მისივე თქმით, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებიც.
"პროექტის მიმდინარეობისას ზედამხედველობას უწევდა საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია და სამუშაოებს ასრულებდა საერთაშორისო კომპანია, ასევე პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
პროექტის მშენებლობაზე ჯამურად დაიხარჯა 300 მილიონ ლარზე მეტი და პროექტი უზრუნველყოფს გურიის რეგიონში ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ და სწრაფად გადაადგილებას," - აცხადებს ჯემალ ზამბახიძე.