16 ივლისი 2026,   16:24
ვრცლად
მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება, ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და კასტრაცია-სტერილიზაცია - მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ პროცესი სრულად გამჭვირვალეა, ნებისმიერ მსურველს ფეისბუქ გვერდზე შეუძლია ნახოს განრიგი, თუ როდის და რომელი რეგიონიდან ხდება მიუსაფარი ცხოველების დროებით ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანა.

შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, კი ეკიპაჟები მიუსაფარ ძაღლებს კვლავ ბუნებრივ გარემოში აბრუნებენ. სააგენტოში აცხადებენ, რომ სიცრუე და დეზინფორმაციაა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, მიუსაფარი ძაღლები თავშესაფრებში მიჰყავთ და მიმკედებლებთან აღარ აბრუნებენ.

დღის ამბები