11 ივლისი 2026,   13:47
ვრცლად
რუსთავში "ოქსიგენ-ფესტი" იხსნება

დღეს საღამოს, რუსთავის ცენტრალურ პარკში ორდღიანი მუსიკალური ღონისძიება "ოქსიგენ-ფესტი" გაიხსნება. ფესტივალი ადგილობრივი სკოლების მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დაიწყება.

რუსთავის მერიისა და "ოქსიგენის" შემოქმედებითი ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, სცენა კი ჰიპ-ჰოპის მოყვარულებსა და არაერთ მუსიკალურ ბენდს დაეთმობა.

დღის ამბები