10 ივლისი 2026,   00:39
ვრცლად
"ეკოსერვის ჯგუფმა" ავტოპარკი და სამებაღეო ტექნიკა განაახლა

ახალი ტექნიკა ვარკეთილის ცენტრალურ პარკში "ეკოსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა უკვე გამოსცადეს. 200-ზე მეტი სხვადასხვა სახის სამებაღეო მოწყობილობა თბილისის პარკებსა და რეკრეაციულ სივრცეებში გადანაწილდა და სამუშაო პროცესში ჩაერთო.

განახლდა "ეკოსერვის ჯგუფის" ავტოპარკიც. კომპანიამ 40-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სპეციალიზებული ტექნიკა შეიძინა. თანამედროვე ავტომობილები თბილისის მერმა საზოგადოებას დღეს ოფიციალურად წარუდგინა.

კომპანიის ავტოპარკს დაემატა 13 სტანდარტული ნარჩენების თვითმცლელი, 7 მიკროავტობუსი და შესაწამლი აპარატებით აღჭურვილი ავტომობილები. ახალი ტექნიკა რეკრეაციულ სივრცეებში ბალახის საფარის მოწყობას უზრუნველყოფს.

განახლებული ავტოპარკი "ეკოსერვის ჯგუფს" საშუალებას მისცემს, მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობა კიდევ უფრო ეფექტიანად განახორციელოს, გაზარდოს ოპერატიულობა და დანერგოს თანამედროვე სამუშაო სტანდარტები.

თბილისის გამწვანება და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. "ეკოსერვის ჯგუფის" ტექნიკური და მატერიალური ბაზის განახლებაც მწვანე ზონების განვითარებისთვის გადადგმული მორიგი ნაბიჯია.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები