ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში არსებული საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციას იწყებს.
პროექტი ითვალისწინებს 250 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და მის საფუძველზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებას.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდება სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, შესრულდება შენობის გამაგრების სამუშაოები.