07 ივლისი 2026,   20:27
ვრცლად
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ თურქეთს 2020 წელს დაწესებულ სანქციებს მოუხსნის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გააუქმებს სანქციებს თურქეთის წინააღმდეგ, რომლებიც 2020 წელს ანკარის მიერ რუსული საზენიტო რაკეტების შეძენის გამო დააწესეს და მზადყოფნა გამოთქვა, NATO-ის მოკავშირეს F-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები მიჰყიდოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ეს ნაბიჯი ტრამპის მხრიდან მნიშვნელოვანი ჟესტი იქნებოდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ, რომელსაც ის ახლო მოკავშირედ მიიჩნევს და მოხსნიდა ორმხრივ ურთიერთობებში გაღიზიანების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.

Reuters-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები დათბა, თურქეთის მიერ, 2019 წელს რუსული S-400 სისტემის შეძენა, დიდი ხანია, ორივე მხარისთვის "მტკივნეულ საკითხად რჩებოდა".

დღის ამბები