თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სხდომა გაიმართა.
პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
მათ სხვადასხვა მუხლით ედავებიან, მათ შორის არის საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტები.
"გამომძიებლებმა ისაუბრეს იმაზე, რომ აქციაზე მყოფი პოლიტიკოსები უშუალოდ ჩართული იყვნენ დაპირისპირებაში და ასევე, ადგილზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, დაპირისპირებოდნენ პოლიციას. ასევე, დღევანდელ სხდომაზე დავკითხეთ ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს კვლევა პარტიების ოფისების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ პიროტექნიკაზე და დაადასტურეს იმაზე, რომ აღნიშნული ნივთები და ნივთიერებები იყო საშიში, ფეთქებადი და ასევე, შეეძლო როგორც ფიზიკური პირის, ასევე კონკრეტული ნივთების დაზიანება. ამ საქმეზე შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტული პირების მიმართ, რომელთა მიმართაც არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა და წარმოდგენილი არიან საქმეზე ბრალდებულების სახით," - აცხადებს პროკურორი, ანი ხუბეჯაშვილი.