07 ივლისი 2026,   13:25
ვრცლად
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ივნისის თვეში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 57 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 39 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 8 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 15 - სამცხე-ჯავახეთში, 3 - რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 10 - ქვემო ქართლის რეგიონში,  12 - მცხეთა-მთიანეთში, 5 - გურიაში, 8 -  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8 - კახეთში, ხოლო 3 - შიდა ქართლის რეგიონში.  

აღსანიშნავია, რომ კანონდარღვევებიდან 5 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით,  გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებებში.

ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 14 ფაქტია გამოვლენილი: იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონებში. ასევე გამოვლენილია 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. 

ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების  391 ფაქტი.

დღის ამბები