დიდი ფეხბურთი - მუნდიალზე დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. გამოვლინდა კიდევ ორი მეოთხედფინალისტი: ერთ-ერთი მათგანი ბელგიაა - მან ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, შეერთებული შტატები 4:1 დაამარცხა. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და დინამიკური გამოდგა.
მეოთხედფინალისტთა რიგებს შეემატა ესპანეთის ნაკრებიც. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა კრიშტიანო რონალდოს პორტუგალია 1:0 დაამარცხა – გოლი დამატებით წუთზე მიკელ მერინომ გაიტანა. მიმდინარე მუნდიალზე ესპანეთის ნაკრებს ჯერ გოლი არ გაუშვია.
დიდი ალბათობით, პორტუგალიის ეროვნულ გუნდში რონალდომ თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. ის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავდა.
ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრა ლოს-ანჯელესში 10 ივლისს შედგება.
რაც შეეხება დღევანდელ თამაშებს: ფეხბურთის მოყვარულებს საღამოს კიდევ ერთი კარგი მატჩი ელით - 8 საათზე არგენტინა ეგვიპტეს დაუპირისპირდება.