07 ივლისი 2026,   04:26
ვრცლად
ესპანეთის ნაკრებმა პორტუგალია 1:0 დაამარცხა

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს კიდევ ერთი ფავორიტი, პორტუგალია გამოეთიშა - ესპანეთის ნაკრებმა პორტუგალია 1:0 დაამარცხა.

ესპანელებმა ეს დაძაბულ ბრძოლაში მოახერხეს. შეხვედრის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი მიკელ მერინოს ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარი მატჩის 91-ე წუთზე, კომპენსირებულ დროში აიღო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩს თვალი შეგიძლიათ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ადევნოთ.

დღის ამბები